ესპანეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძარს ებრძვიან
ესპანეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ჩრდილოეთ ესპანეთში ერთი დღის განმავლობაში ტყის ხანძრის 90 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებას ეჭვი დივერსიაზე აქვს.

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ასტურიას რეგიონია. ხანძრის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს.

„ისინი წვავენ ჩვენს ასტურიას. საქმე გვაქვს ნამდვილ ტერორისტებთან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სიცოცხლეს, ქალაქებსა და დასახლებებს“, – განაცხადა რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელმა, ადრიან ბარბონმა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, პოლიციამ გზები და მაგისტრალები ჩაკეტა, რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ესპანეთის პოლიციის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლ იარაღს იპოვიან, სასჯელი შესაძლოა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთის ვადით განისაზღვროს დანაშაულის მიხედვით. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.