ესპანეთის ჩემპიონატი - XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი - XXII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ქარიმ ბენზემას 10 გოლი აქვს ლა ლიგაში. ორჯერ მეტი, ვიდრე წინა სეზონის 32 მატჩში.
* ქარიმ ბენზემას, 2017 წლის შემდეგ, საუკეთესო პერიოდი აქვს – ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.
* ლიონელ მესი ლა ლიგის ისტორიაში მესამე ფეხბურთელია, რომელმაც 50 პენალტი გაიტანა. სხვა ორი: კრიშტიანუ რონალდუ (61) და უგო სანჩესი (56).
* „ბარსელონამ“ ამ სეზონში 14 ქულა მოიპოვა იმ თამაშებში, რომელშიც ჩამორჩენილი იყო.
* ზედიზედ 11 სეზონია, ლიონელ მესის ლა ლიგაში 20 და მეტი გოლი გააქვს.
* „სელტამ“ ლა ლიგაში იაგო ასპასის გარეშე, 2017 წლის აპრილის შემდეგ, პირველი თამაში მოიგო.
* სანტი კაროსლამ 2019 წელს მესამე გოლი გაიტანა.
* ამ სეზონში „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ დამარცხება მხოლოდ „ბეტისმა“ მოახერხა.

შედეგები

უესკა-ვალიადოლიდი 4:0
გოლები: 1:0 ენრიკი (19), 2:0 პულიდო (50), 3:0 მ. გომესი (53), 4:0 ავილია (77)

ლევანტე-ხეტაფე 0:0

სოსიედადი-ბილბაო 2:1
გოლები: 1:0 ოიარზაბალი (16), 2:0 ვილიან ჟოზე (45), 2:1 რაულ გარსია (82)
გამოუყენებელი პენალტი: რაულ გარსია (82. ბილბაო)

ბარსელონა-ვალენსია 2:2
გოლები: 0:1 გამეირო (24), 0:2 პარეხო (32-პენ), 1:2 მესი (39-პენ), 2:2 მესი (64)

სელტა-სევილია 1:0
გოლი: 1:0 იოკუსლუ (73)

ვილიარეალი-ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 იბორა (37), 2:0 კასორლა (65-პენ), 2:1 ბონერა (75. ს.კ.), 2:2 როსალესი (81)

ბეტისი-ატლეტიკო 1:0
გოლი: 1:0 კანალესი (65-პენ)

ეიბარი-ჟირონა 3:0
გოლები: 1:0 პენია (37), 2:0 შარლესი (46), 3:0 შარლესი (57-პენ)

რეალი-ალავესი 3:0
გოლები: 1:0 ბენზემა (30), 2:0 ვინისიუსი (80), 3:0 მარიანო დიასი (91)

ვალეკანო-ლეგანესი ორშაბათს

სატურნირო მდგომარეობა
1. ბარსელონა – 50 ქულა
2. ატლეტიკო – 44
3. რეალი – 42
4. სევილია – 36
5. ხეტაფე – 32
6. ბეტისი – 32
7. ალავესი – 32
8. ვალენსია – 30

ბომბარდირები
21 – ლიონელ მესი (ბარსელონა)
15 – ლუის სუარესი (ბარსელონა)
12 – კრისტიან სტუანი (ჟირონა)
10 – ქარიმ ბენზემა (რეალი)
10 – იაგო ასპასი (სელტა)
10 – ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
10 – ვისამ ბენ იედერი (სევილია)

დატოვე კომენტარი