ესპანეთის ჩემპიონატი. V ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ესპანეთის ჩემპიონატი. V ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* ხუთ ტურში შვიდი ქულა – ყველაზე ცუდი სტარტია „ბარსელონასთვის“ ბოლო 5 წელიწადში.

* „ბარსელონამ“ „გრანადასთან“ ზედიზედ 6-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა.

* ანტუან გრიზმანმა „ბარსელონას“ ოთხ გასვლით მატჩში ერთხელაც ვერ დაარტყა კარში ზუსტად.

* „ატლეტიკომ“ 20 დარტყმა შეასრულა „სელტასთან“ მატჩში.

* „რეალმა“ „სევილიას“ კარში ზუსტად არ დაარტყმევინა.

* 2019 წელს, ევროპის ტოპ-5 ლიგებში ყველაზე მეტი გოლი თავით ქარიმ ბენზემამ გაიტანა – ცხრა.

* „ბილბაოს“ საუკეთესო სტარტი აქვს 1993/1994 წლების სეზონის შემდეგ.

* „ოსასუნამ“ ხუთ ტურში ბურთი ძელს ხუთჯერ გაარტყა.

* ხოაკინმა 308-ედ ითამაშა „ბეტისის“ შემადგენლობაში და ამით კლუბის რეკორდსმენი გახდა.

შედეგები

ვილიარეალი-ვალიადოლიდი 2:0

გოლები: 1:0 კასორლა (77-პენ), 2:0 ონტივეროსი (89)

ატლეტიკო-სელტა 0:0

გრანადა-ბარსელონა 2:0

გოლები: 1:0 აზეეზი (2), 2:0 ვადილიო (66-პენ)

ლევანტე-ეიბარი 0:0

ხეტაფე-მალიორკა 4:2

გოლები: 1:0 ბაბა (7. ს.კ.), 2:0 მოლინა (33-პენ), 3:0 ნიომი (63), 3:1 ბუდიმირი (70), 3:2 ბუდიმირი (77), 4:2 ანხელი (84)

ესპანიოლი-სოსიედადი 1:3

გოლები: 0:1 ვილიან ჟოზე (18), 0:2 ვილიან ჟოზე (34), 1:2 ზალდუა (71 ს.კ.), 1:3 ისაკი (75)

ვალენსია-ლეგანესი 1:1

გოლები: 1:0 პარეხო (21-პენ), 1:1 ოსკარი (35)

ოსასუნა-ბეტისი 0:0

ბილბაო-ალავესი 2:0

გოლები: 1:0 რაულ გარსია (38-პენ), 2:0 მუნიაინი (72)

სევილია-რეალი 0:1

გოლი: 0:1 ბენზემა (64)

გათამაშების ცხრილი

1. ბილბაო – 11 ქულა

2. რეალი – 11

3. გრანადა – 10

4. სოსიედადი – 10

5. სევილია – 10

6. ატლეტიკო – 10

7. ვილიარეალი – 8

8. ბარსელონა – 7

ბომბარდირები

5 – ბენზემა (რეალი)

5 – მორენო (ვილიარეალი)

3 – ლორენი (ბეტისი)

3 – რაულ გარსია (ბილბაო)

3 – პარეხო (ვალენსია).