ესპანეთის ჩემპიონატი. IV ტურის ფაქტები და სტატისტიკა

09:25, 16.09.2019

ფაქტები

* “ბილბაომ” ლა ლიგაში მე-200 ნულოვანი ფრე ითამაშა. მეტი მხოლოდ “ესპანიოლს” (201) აქვს.

* ქარიმ ბენზემამ 2019 წელს ლა ლიგაში უკვე 19 გოლი გაიტანა. მისი საუკეთესო შედეგი 22 გოლია (2011 წელს).

* ხამეს როდრიგესმა ექვსი საგოლე მომენტი შექმნა “ლევანტესთან” მატჩში – ყველაზე მეტი თამაშში.

* ფრენკი დე იონგი პირველ ტაიმში “ვალენსიას” წინააღმდეგ: 1 გოლი, 1 საგოლე პასი, 42 პასი (ყველა ზუსტი), 3-ჯერ მოიპოვა ბურთი.

* ანსუ ფატი (ბარსელონა) ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც 21-ე საუკუნეში ლა ლიგაში გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა ერთ თამაშში – 16 წლისა და 318 დღის.

* ჟერარდ მორენომ ლა ლიგის 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა ზედიზედ და ამით კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (აქამდე დიეგო ფორლანს ჰქონდა გატანილი 5 გოლი ზედიზედ).

* “ესპანიოლმა” ლა ლიგის პირველი გოლი სეზონის 440-ე წუთზე გაიტანა – ფაკუნდო ფერეირა.

შედეგები

მალიორკა-ბილბაო 0:0

გამოუყენებელი პენალტი: პრატსი (82. მალიორკა), ადურიზი (90+6. ბილბაო)

რეალი-ლევანტე 3:2

გოლები: 1:0 ბენზემა (25), 2:0 ბენზემა (31), 3:0 კაზემირო (40), 3:1 ბორხა მაიორალი (49), 3:2 მელერო (75)

ლეგანესი-ვილიარეალი 0:3

გოლები: 0:1 ჟერარდ მორენო (26), 0:2 ხონათან სილვა (39 ს.კ.), 0:3 ჟერარდ მორენო (90+3)

სოსიედადი-ატლეტიკო 2:0

გოლები: 1:0 ედეგორი (58), 2:0 მონრეალი (61)

ბარსელონა-ვალენსია 5:2

გოლები: 1:0 ანსუ ფატი (3), 2:0 დე იონგი (7), 2:1 გამეირო (29), 3:1 პიკე (52), 4:1 ლუის სუარესი (61), 5:1 ლუის სუარესი (82), 5:2 მაქსი გომესი (90+2)

ეიბარი-ესპანიოლი 1:2

გოლები: 1:0 რამისი (58), 1:1 ფერეირა (76), 1:2 გრანერო (79)

ალავესი-სევილია 0:1

გოლი: 0:1 ჟორდანი (37)

სელტა-გრანადა 0:2

გოლები: 0:1 გ. სანჩესი (45+6), 0:2 იანხელ ერერა (54)

ვალიადოლიდი-ოსასუნა 1:1

გოლები: 1:0 ერვიასი (65), 1:1 იბანიესი (81)

ბეტისი-ხეტაფე 1:1

გოლები: 0:1 მატა (15), 1:1 ხოაკინი (73-პენ)

სატურნირო მდგომარეობა

1. სევილია – 10

2. ატლეტიკო – 9

3. რეალი – 8

4. ბილბაო – 8

5. ბარსელონა – 7

6. გრანადა – 7

7. რეალი – 7

ბომბარდირები

5 – მორენო (ვილიარეალი)

4 – ბენზემა (რეალი)

3 – ლორენი (ბეტისი)

მსგავსი