ესპანეთი „ყველაზე არაკომფორტული მატჩის“ მოლოდინშია #1TVSPORT
ესპანეთი „ყველაზე არაკომფორტული მატჩის“ მოლოდინშია #1TVSPORT

„ყველაზე არაკომფორტული მატჩი ესპანეთის დიპლომატიისათვის“, – ასე მონათლა „ევროსპორტის“ ესპანურმა ბიურომ კოსოვო-ესპანეთის შეხვედრა, რომელიც 8 სექტემბერს კოსოვოს მხარეში, ქალაქ პრიშტინაში გაიმართება.

ევროსპორტის“ ესპანურმა ბიურომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების, კოსოვო-ესპანეთის შეხვედრას ვრცელი წერილი მიუძღვნა და ამ მატჩთან დაკავშირებული პოლიტიკური და დიპლომატიური სირთულეები ახსნა.

„8 სექტემბერს 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუის ენრიკეს გუნდი დაუპირისპირდება უსიამოვნო მეტოქეს, მაგრამ არა ფეხბურთში – კოსოვოს. მიზეზი ისა, რომ ესპანეთი კოსოვოს სახელმწიფოს არ ცნობს.

შვედეთთან ორი წარუმატებლობა ხელს შეუშლის გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის გარეშე მოხვდეს. ამის შემდეგ კოსოვოსთან მატჩი არის „ქვა“, რომელიც ესპანეთის „ფეხსაცმელში“ მოხვდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბალკანეთის გუნდი არ დამარცხებულა ბოლო ორ თამაშში (გაიმარჯვა საქართველოსთან (0:1) და ფრედ (1: 1) ითამაშა საბერძნეთთან).

ფაქტია, რომ მომავალი მატჩი „ფადილ ვოკრი არენაზე“ განაახლებს დიპლომატიურ დაპირისპირებას, რომელშიც ესპანეთი მტკიცედ რჩება. ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის ხუთი წევრიდან ერთ-ერთი, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს. პროვინციამ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სლოვაკეთთან, საბერძნეთთან, რუმინეთთან და კვიპროსთან ერთად, კოსოვოს საერთაშორისო დონეზე აღიარებაზე ესპანეთიც უარს ამბობს. მიზეზი დასაბუთებულია კატალონიური კონფლიქტით, რადგან მის აღიარებას შეუძლია კატალონიის კონტექსტში პრეცედენტის შექმნა.

2016 წელს, როგორც უეფა-მ, ასევე ფიფა-მ კოსოვოს სრულუფლებიან წევრად მიიღეს, რამაც ჩვენს ქვეყანას საგარეო პოლიტიკაში არასასიამოვნო ვითარება შეუქმნა. ესპანეთსა და კოსოვოს შორის სევილიაში ჩატარებულ პირველ მატჩამდე ესპანეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, არანჩა გონსალეს ლაიამ ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია განმარტა.

„ესპანეთი კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს და ეს პოზიცია არ შეიცვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები კოსოვოს წინააღმდეგ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ მიზეზით, პირველი მატჩის დროს ესპანეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ კოსოვოს გუნდს „კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია“ უწოდა“.