ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორსა და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს

09:54, 16.06.2023

ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს და „ლეოპარდის“ ტიპის ოთხ ტანკს გადასცემს, – ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა „რამშტაინის ფორმატში“ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, ესპანეთი უკრაინას საველე ჰოსპიტალსაც გადასცემს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან საავადმყოფოს ფუნქციონირებაზე, საჭირო მომზადებას ესპანეთში გაივლიან.

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყნის უკრაინისადმი მხარდაჭერა ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში ურყევი იქამდე დარჩება, ვიდრე საჭირო იქნება.

მსგავსი