ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს
ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს

ესპანეთი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის გეგმავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ხოსე ლუის აბალოსმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, უცხოელების მიღებას ქვეყანა მას შემდეგ შეძლებს, რაც ესპანეთის შიგნით რეგიონებს შორის მიმოსვლა აღდგება.

„როგორც კი ჩვენ, ესპანელები შევძლებთ სხვა პროვინციაში გამგზავრებას, უცხოელები შეძლებენ ესპანეთში ჩამოსვლას. ვიმედოვნებ, რომ ივნისის ბოლოდან ტურისტულ საქმიანობას დავიწყებთ“, – განაცხადა ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა.

ესპანეთის ტურიზმის სექტორზე ქვეყნის ეკონომიკის 12 პროცენტი მოდის.