მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან 89:61 დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:
„ვულოცავ გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებს. დიდებული ატმოსფერო იყო. ლამაზი სანახავი იყო დარბაზი. ეს არის და ეს“.
ბექა ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა მეტოქის დადებით მხარეს:
„ესპანეთის ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში მაღალი ხარისხის კალათბურთელები ჰყავს. კარგად დავიწყეთ, ვიბრძოლეთ, თუმცა ერთ მომენტში მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, და დიდი მცდელობის მიუხედავად შემოტრიალება ვერ შევძელით“.