ესპანეთი-საქართველო | ილიას ზუროსის მოკლე კომენტარი #1TVSPORT

01:47, 30.11.2021

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან 89:61 დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

„ვულოცავ გამარჯვებას ესპანეთის ნაკრებს. დიდებული ატმოსფერო იყო. ლამაზი სანახავი იყო დარბაზი. ეს არის და ეს“.

ბექა ბურჯანაძემ ხაზი გაუსვა მეტოქის დადებით მხარეს:

„ესპანეთის ნაკრები კარგად დაბალანსებული გუნდია, ყველა რგოლში მაღალი ხარისხის კალათბურთელები ჰყავს. კარგად დავიწყეთ, ვიბრძოლეთ, თუმცა ერთ მომენტში მეტოქემ დიდი სხვაობით გაგვასწრო, და დიდი მცდელობის მიუხედავად შემოტრიალება ვერ შევძელით“.

მსგავსი