ესპანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად ნატო-ს დახმარებას სთხოვს
ესპანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად ნატო-ს დახმარებას სთხოვს

ესპანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად ნატო-ს დახმარებას სთხოვს.

დასავლური მედიის ცნობით, ესპანეთი, ისევე როგორც ბევრი ქვეყანა, დახმარებას სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირის გამო ითხოვს.

ესპანეთში აცხადებენ, რომ მალე ქვეყანა ვირუსის პიკს მიაღწევს, ამიტომ დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობა დასჭირდებათ, მათ შორის – მილიონზე მეტი სამედიცინო ნიღაბი.

იტალიის შემდეგ ევროპის ქვეყნებს შორის ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე რთული ვითარებაა. ინფიცირებულთა რაოდენობა 42 ათასს აჭარბებს. დაღუპულია 2 991 ადამიანი. ევროპული ქვეყნის მიერ 14 მარტის შემდეგ მიღებული შესაბამისი ზომების მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.