ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან
ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან

ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან და ამ მონაცემებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს გაუზიარებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილიას თქმით, რეესტრი საზოგადოებისთვის და დამსაქმებლებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. მისი განცხადებით, ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

„რაც გაკეთდება, ეს რეესტრია, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებს გადაეცემათ. იმ ადამიანების რეესტრი, რომლებსაც ვაქცინაცია შესთავაზეს და მათ უარი თქვეს. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდება. ეს დოკუმენტი მონაცემთა დაცვით გაკეთდება. ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ გაიკეთონ ვაქცინა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სალვადორ ილიამ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში პანდემიამ 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.