ესპანელმა სამართალდამცველებმა წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომელსაც სამი ტონა კოკაინი გადაჰქონდა
ესპანელმა სამართალდამცველებმა წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომელსაც სამი ტონა კოკაინი გადაჰქონდა

ესპანელმა სამართალდამცველებმა წყალქვეშა ნავი დააკავეს, რომელსაც სამი ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გადაჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 მეტრის სიგრძის ნავი კოლუმბიიდან მოემართებოდა.

დაკავებულია ეკიპაჟის ორი წევრი, ეკვადორის მოქალაქეები, რომლებიც ნავის ჩაძირვას შეეცადნენ მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ დასაკავებლად ოპერაცია დაიწყო. ერთმა პირმა კი მიმალვა შეძლო.

სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ეკიპაჟის წევრებმა ტვირთის ნაწილი მოიშორეს. ახლა სამართალდამცველები ნავის ზედაპირზე ამოყვანას ცდილობენ, თუმცა პროცესს მეტეოროლოგიური პირობები ართულებს.