ესპანელმა ფერმერებმა რამდენიმე მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს
ესპანელმა ფერმერებმა რამდენიმე მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად საბურავები დაწვეს

ესპანელმა ფერმერებმა რამდენიმე მთავარ მაგისტრალზე მოძრაობა გადაკეტეს. ფერმერებმა პროტესტის ნიშნად დაწვეს საბურავებიც. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან პროტესტს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს. ფერმერები მაღალ ხარჯებს, ბიუროკრატიულ საკითხებსა და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან მომდინარე კონკურენციას აპროტესტებენ.

როგორც მედია წერს, ესპანეთის ოთხი რეგიონის: კატალონიის, ვალენსიის, ანდალუსიისა და კასტილია-ლა მანჩას, სულ მცირე, 14 გზატკეცილია გადაკეტილი.

ამასთან, ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება დამატებით 269 მილიონ ევროს გამოუყოფს თითქმის 140 000 ფერმერს, რათა ხანგრძლივი გვალვისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენის გამო მიყენებული ზარალი შეუმსუბუქდეთ.