ესპანელი მსაჯი თვლის, რომ რონალდო სამართლიანად იქნა გაძევებული
ესპანელი მსაჯი თვლის, რომ რონალდო სამართლიანად იქნა გაძევებული

ესპანელი მსაჯის, ხუან ანდუხარ ოლივერის აზრით, კრიშტიანო რონალდომ თავად მისცა არბიტრს რადიკალური გადაწყვეტილების მიღების საბაბი, როდესაც „ვალენსიას“ ფეხბურთელს ჯერ ხელი მიარტყა, შემდეგ კი თმაზე მოქაჩა.

„პორტუგალიელმა თავად მისცა მსაჯს ამის საბაბი. ჯერ ხელი მიარტყა მურილიოს და, როდესაც ეს უკანასკნელი წაიქცა, მერე თმაზე მოქაჩა. ჩემი აზრით, სწორედ ამ მეორე ქმედებამ განაპირობა მსაჯის მიერ ასეთი მკაცრი სასჯელის გამოტანა“, – განაცხადა ანდუხარ ოლივერმა ესპანურ „რადიო მარკასთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, „იუვენტუსის“ მაიუსურით კრიშტიანო რონალდოს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე უიღბლო აღმოჩნდა. მსაჯმა ის მოედნიდან თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში გააძევა. რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება „ვალენსიამ“ მაინც ვერ შეძლო და საბოლოოდ ტურინელებმა მატჩი 2-0 მოიგეს.