„ესოშიეთიდ პრესი“ - თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ირანისთვის მიცემული ვადის გახანგრძლივებაზე პაკისტანის მოწოდების შესახებ ინფორმირებული არიან და ტრამპი პასუხს მოგვიანებით გასცემს
პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის მოწოდების შესახებ თეთრი სახლი უკვე ინფორმირებულია. ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ თეთრი სახლის პრესსპიკერზე, ქეროლაინ ლევიტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოსაზრება ჯერ არ გამოუთქვამს, თუმცა გეგმავს, უპასუხოს მოწოდებას ირანთან დაკავშირებით ვადის ორი კვირით გახანგრძლივებაზე.
„პრეზიდენტს ეცნობა წინადადების შესახებ და პასუხი მოგვიანებით იქნება“, – აღნიშნა ლევიტმა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანისთვის დაწესებული ვადის ორი კვირით გახანგრძლივების, თეირანს კი ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდა.