„ესოშიეთიდ პრესი“ – სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, ამ დროს კაპიტოლიუმში ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა. ამ დროს კაპიტოლიუმში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, – ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ წერს.
მედიის ცნობით, სენატმა წინ წაიწია კანონმდებლობის განხილვაში, რომელიც ითვალისწინებს იმ ქვეყნების დასჯას, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის მოლაპარაკებების შემდეგაც განაგრძობენ რუსეთის ნავთობის, გაზისა და სხვა საექსპორტო პროდუქციის შეძენას. აშშ-ის სენატმა პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა მოამზადა.
კანონპროექტს მხარი 86-მა სენატორმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ლინდსი გრემის დაკრძალვიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი უკრაინის მხარდსააჭერად მნიშვნელოვანი სიგნალია. ამასთან, მისი თქმით, დიდი პატივი იყო, კანონპროექტზე ჩატარებული პროცედურული კენჭისყრის ხმების დათვლის პროცესს დასწრებოდა.
„ჩემთვის პატივი იყო, ვყოფილიყავი იქ, როდესაც ხმებს ითვლიდნენ. ეს არის პირველი ნაბიჯი ლინდსის გეგმების განხორციელებისკენ და, რა თქმა უნდა, ნაბიჯი მშვიდობისკენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.