„ესოშიეთიდ პრესი“ – აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა

00:58, 02.04.2026
FILE PHOTO: Venezuela's Vice-President and Oil Minister Delcy Rodriguez addresses the media in Caracas, Venezuela, March 10, 2025. REUTERS/Leonardo Fernandez Viloria/File Photo

FILE PHOTO: Venezuela's Vice-President and Oil Minister Delcy Rodriguez addresses the media in Caracas, Venezuela, March 10, 2025. REUTERS/Leonardo Fernandez Viloria/File Photo

აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, დელსი როდრიგესის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს წარმოადგენს ძლიერ სიგნალს, რომ აშშ აღიარებს დელსი როდრიგესს ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

მათივე ცნობით, ვაშინგტონს ის უკვე ოფიციალურად ჰყავს აღიარებული ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურად როგორც იურიდიულ, ისე დიპლომატიურ კონტექსტში.

მსგავსი