„ესოშიეთიდ პრესი“ – ანკარაში ტრამპის განცხადებების შემდეგ ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 5.7%-ით გაიზარდა და ბარელზე 78 დოლარს გადააჭარბა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ანკარაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ბრენტის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 5.7%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 78 დოლარს გადააჭარბა.
ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიის ცნობით, 5.8%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ბარელზე 74.55 დოლარი შეადგინა.
ბოლო პერიოდში, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები დაახლოებით აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულამდე იყო შემცირებული.