„ესოშიეიტიდ პრესი“ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან ფოტოს ავრცელებს – დონალდ ტრამპი ესალმება საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს

14:17, 26.04.2025

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, – ამის შესახებ ნათქვამია „ესოშიეიტიდ პრესის“ ფოტოს აღწერაში, რომელსაც The Herald Journal-ი აქვეყნებს.

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მისვლისას“, – წერს გამოცემა.

ვატიკანში რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

მსგავსი