„ესოშიეითიდ პრესი“ – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ

02:39, 10.10.2025

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აშშ ისრაელში 200 ჯარისკაცს გაგზავნის, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება გააკონტროლონ. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ანგარიშების თანახმად, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ისრაელში „სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრს“ შექმნის, რათა ჰუმანიტარული დახმარების, ლოგისტიკური და უსაფრთხოების დახმარების ორგანიზებაში დაეხმაროს.

ამასთან, „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირის ინფორმაციით, უშუალოდ ღაზაში არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ განლაგდება და ისინი ვითარებას ისრაელის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გააკონტროლებენ.

მსგავსი