„ესოშიეითიდ პრესი“ - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩარლი კირკის მკვლელობაზე გაკეთებული კომენტარების გამო ექვს უცხოელს ვიზა გაუუქმა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო ექვს უცხოელს ვიზა გაუუქმა. აღნიშნულის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ წერს.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნულმა პირებმა დამამცირებელი ან დამცინავი კომენტარები გააკეთეს კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება მათი სოციალური მედიის პოსტებისა და გამოქვეყნებული ვიდეოების განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს.
როგორც მედია იუწყება, ექვსი უცხოელი, რომლებსაც ვიზები გაუუქმეს, იყვნენ არგენტინიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, მექსიკიდან, პარაგვაიდან და სამხრეთ აფრიკიდან.
31 წლის კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი 10 სექტემბერს, იუტის შტატის ერთ-ერთი უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. რამდენიმე საათში ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.