„ესოშიეითიდ პრესი“ - ბინის შეძენისას სათანადო გადასახადის გადაუხდელობის გამო დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა თანამდებობა დატოვა
„ესოშიეითიდ პრესი“ - ბინის შეძენისას სათანადო გადასახადის გადაუხდელობის გამო დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, ანჯელა რეინერმა თანამდებობა დატოვა.

„ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, რეინერმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც „დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მინისტრობისთვის საჭირო ეთიკურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა“.

საუბარია რეინერის ბოლოდროინდელ შენაძენებზე, მათ შორის ბინაზე, რომელიც ზაფხულის დასაწყისში ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე იყიდა. რეინერმა აღიარა, რომ ჰოუვში ბინის შეძენისას საკმარისი გადასახადი არ გადაიხადა.

„ამ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – „ესოშიეითიდ პრესის“ ცნობით, აღნიშნა ანჯელა რეინერმა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერისადმი გაგზავნილ წერილში.

კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ ანჯელა რეინერის გადაწყვეტილებას სწორი ნაბიჯი უწოდა.

ანჯელა რეინერი გაერთიანებული სამეფოს ვიცე-პრემიერის პოზიციაზე 2024 წლის 5 ივლისს დაინიშნა.