ესმაილ ბაღეი – ირანი ომანთან ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს

00:33, 05.08.2026

ირანი ომანთან ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აგრძელებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებები ორიენტირებული იყო უსაფრთხო საზღვაო მარშრუტების შექმნაზე, ორივე ქვეყნის სუვერენული უფლებებისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვით.

როგორც ბაღეიმ აღნიშნა, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა.

„ირანი ომანთან ამ სტრატეგიული წყლის გზის გავლით საზღვაო მიმოსვლის მართვის სამომავლო შეთანხმებებისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობს“, – განაცხადა ბაღეიმ.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. უწყების წარმომადგენლის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა იყოს დაცული.

„დეესკალაციის მცდელობები და დიპლომატიური გამოსავლის ძიება კვლავ გრძელდება“, – განაცხადა ალ-ანსარიმ.

ამასთან, კატარის ემირის, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-ტანის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ემირმა სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მხარეებმა განიხილეს გზები, რაც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბულობის შემცირებას და უთანხმოების მოგვარებას შეუწყობდა ხელს.

მსგავსი