ესმაილ ბაღეი – ირანი გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და ამავდროულად მზად იქნება, დიპლომატიური გზებით იმოქმედოს, როდესაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება​

13:35, 13.07.2026

ირანი გააგრძელებს თავისი სუვერენიტეტის დაცვას ნებისმიერი აგრესიისგან და ამავდროულად მზად იქნება, დიპლომატიური გზებით იმოქმედოს, როდესაც ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ბაღეის თქმით, ირანი არასდროს დასხმია თავს რეგიონის არცერთ ქვეყანას და არც აქვს ამის განზრახვა, მაგრამ ირანის სამხედრო ოპერაციები მიმართული იყო მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.

ირანის საგარეო უწყების პრესმდივნის თქმით, თეირანმა არაერთხელ მოუწოდა მეზობელ სახელმწიფოებს, არ მისცენ შეერთებულ შტატებს ან ისრაელს თავიანთი ტერიტორიების ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენების უფლება, რაც, მისი მტკიცებით, საერთაშორისო სამართლის ვალდებულებაა.

ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების ესკორტის შესახებ აშშ-ის პრეტენზიებზე საუბრისას ბაღეიმ განაცხადა, რომ სტრატეგიულ სანაოსნო გზაზე მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა მხოლოდ რეგიონული თანამშრომლობის გზითაა შესაძლებელი, უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე.

„ჩვენი პრინციპული პოლიტიკაა, რომ რეგიონი უსაფრთხო არ გახდება, თუ რეგიონის ქვეყნები საკუთარ უსაფრთხოების მექანიზმებს არ შექმნიან უცხოური ჩარევის გარეშე“, – თქვა მან და დასძინა, რომ დასავლეთ აზიაში ბოლო დროს არასტაბილურობა აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაგრძელებამ გამოიწვია.

ესამილ ბაღეიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი არ დაუშვებს, ჰორმუზის სრუტე თავისი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საფრთხის ბაზად იქცეს.

მსგავსი