ესმაილ ბაღეი – აშშ-ისრაელის აგრესიაში მონაწილე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პასუხი უნდა აგონ ომის დანაშაულებისთვის

11:46, 25.06.2026

აშშ-ისრაელის აგრესიაში მონაწილე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა პასუხი უნდა აგონ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ იტალია და რუმინეთი მოიყვანა, როგორც ევროპული ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ ბოლოდროინდელ სამხედრო თავდასხმას.

„მათ, ყველა სხვა ევროპულ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის აგრესიაში მიიღეს მონაწილეობა, საკუთარ ხალხს და მსოფლიოს უნდა აუხსნან, რატომ გადაწყვიტეს თანამონაწილეობა ამ აშკარა აგრესიაში და ირანელი ხალხის წინააღმდეგ მასობრივი სისასტიკის ჩადენაში მინაბში, ლამერდში, თეირანში, ისპაჰანში, სანანდაჯში, ჰამადანში, თავრიზში, შირაზში, ბანდარ აბასში და ა.შ. ორგანიზაციამ და მისმა ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში, უნდა აგონ პასუხი ყველა შედეგზე“, – აღნიშნა ესმაილ ბაღეიმ.

შეგახსენებთ, მარკ რუტეს თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მხარდასაჭერად „იტალიაში მდებარე ბაზებიდან 500 ამერიკული თვითმფრინავი აფრინდა“. იტალიის თავდაცვის სამინისტროში მარკ რუტეს აღნიშნული განცხადება უარყვეს.

მსგავსი