ეს სრული სისულელეა - France Football-ის რედაქტორი ლიონელ მესისთვის „ოქროს ბურთის“ მინიჭების ჭორზე #1TVSPORT
ფრანგული ჟურნალის France Football-ის რედაქტორმა პასკალ ფერემ კომენტარი გაუკეთა ინტერნეტში გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, რომ 2021 წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლიონელ მესი გახდება. ეს ჯილდო სწორედ France Football-ის მიერ არის დაწესებული.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს გავრცელდა ახალი ამბავი იმის შესახებ, თოთქოს მესის უკვე აცნობეს „ოქროს ბურთის“ მოგების შესახებ, რის შემდეგაც ფრანგულმა გამოცემამ არგენტინელისგან ტრადიციული ინტერვიუ აიღო გამარჯვების აღსანიშნავად.
„ეს სრული სისულელეა. ჩვენ უკვე არა ერთხელ ვნახეთ მსგავსი რამ ბოლო დღეების განმავლობაში. დიდი ტყუილია“, – განაცხადა ფერემ.
დაჯილდოვების ცერემონია 29 ნოემბერს, პარიზში გაიმართება. ლიონელ მესის კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული „ოქროს ბურთი“, რაც აბსოლუტური რეკორდია.