ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და ჩვენ უნდა გავძლოთ, მალე ისევ ერთად ვიქნებით - კრიშტიანო რონალდო გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და ჩვენ უნდა გავძლოთ, მალე ისევ ერთად ვიქნებით - კრიშტიანო რონალდო გუნდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გამოეხმაურა კლუბის გადაწყვეტილებას – გამოიყვანოს პორტუგალიელი ფეხბურთელი პრემიერლიგის მე-13 ტურში „ჩელსისთან“ მატჩის განაცხადიდან.

ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, კრიშტიანო არ დაელოდა თამაშის დასრულებას და ჯერ სათადარიგოთა სკამი დატოვა, შემდეგ კი „ოლდ ტრაფორდიც“. შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2:0 მოიგო. ეს იყო სეზონში მერვე მატჩი რონალდოსთვის, როცა ის სათადარიგოთა სკამზე დარჩა და მეორე – როცა საერთოდ არ გასულა მოედანზე.

„ვცდილობ ვიცხოვრო და ვითამაშო პატივისცემით საკუთარი პარტნიორების, მეტოქეებისა და მწვრთნელების მიმართ. ასე იყო ყოველთვის მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში და ეს არ შეცვლილა. მე არ შევცვლილვარ. მე იგივე ადამიანი და იგივე პროფესიონალი ვარ, როგორიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ვიყავი, როცა უმაღლეს დონეზე ვთამაშობდი ფეხბურთს. პატივისცემა ყოველთვის თამაშობდა ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩემი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ძალიან ახალგაზრდა ვიწყებდი კარიერას. უფროსებისა და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელების მაგალითები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამიტომაც მუდმივად ვცდილობდი თავად მიმეცა მაგალითი ახალგაზრდებისთვის. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის და ხანდახან დაძაბულობა ყველა ჩვენგანზე მაღლა დგება.

პირდაპირ ახლა უბრალოდ ვგრძნობ, რომ უნდა გავაგრძელო დაძაბული მუშაობა კარინგტონში, მხარში ამოვუდგე ჩემს თანაგუნდელებს და მზად ვიყო ყველაფრისთვის ნებისმიერ მატჩში. აყვე ზემოქმედებას – ეს არ არის გამოსავალი, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და ჩვენ უნდა გავძლოთ. მალე ისევ ერთად ვიქნებით“, – დაწერა რონალდომ სოციალურ ქსელში.