„ერთიანმა საქართველომ“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ერთიანმა საქართველომ“ ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიული სიის ათეულში არიან Ნუგზარ შარაძე, ნინო ბაუჟაძე, ლაშა ხალვაში,დარეჯან დიასამიძე, ემზარ სურმანიძე, შაქრო პაპიძე, ლიანა თაფლაძე, იმედა თხილაიშვილი, გიორგი მახარაშვილი, გიორგი ცინცქილაძე.

ბათუმის ოლქში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მოქმედი დეპუტატი გიორგი ცინცქილაძე იბრძოლებს, ქობულეთში კი იმედა თხილაიშვილი.

„წინა არჩევნებზე ხელისუფლებამ აჭარაში გაგვიყალბა ხმები,თუმცა 8 პროცენტზემეტის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ჩვენ აჭარაში ყოველთვის გვყავდა მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა და წელს თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ერთიანი საქართველო“ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით შევა ადგილობრივ და აღმასრულებელ საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.