ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6-11 ივლისს ჩატარდება.

6-11 ივლისი (პირველი სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 6 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია; 14 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 15 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 16 ივლისი (პირველი სესია) – ბიოლოგია; 17 ივლისი (პირველი  სესია) – რუსული  ენა; 17 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) – ინგლისური ენა; 17 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 18 ივლისი (პირველი სესია) – რუსული  ენა; 18 ივლისი (პირველი და მეორე სესია)  – ინგლისური ენა; 19 ივლისი (პირველი სესია)  – გერმანული ენა; 19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) – ზოგადი უნარები; 21 ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა; 22 ივლისი (პირველი სესია) –  ფიზიკა; 22 ივლისი (პირველი სესია) –  სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; 23 ივლისი (პირველი სესია) – გეოგრაფია; 24 ივლისი (პირველი სესია) –  ქიმია; 25 ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე. საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი – ერთი მეტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია, მიიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.