ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი

გასული ერთი კვირის (02.05-08.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101 045, „პისიარ“ ტესტით – 11 519.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკის ოფიციალური მონაცემები კვირაში ერთხელ, სამშაბათობით ქვეყნდება.