ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 514 პაციენტი
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 514 პაციენტი

გასული ერთი კვირის (30.05.2022-05.06.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 514 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 103 529 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 93 577, „პისიარ“ ტესტით – 9 952.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.49%.

წინა კვირის (23.05- 29.05.2022) მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

დატოვე კომენტარი