ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 3 310 თბილისში
ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 3 310 თბილისში

გასული ერთი კვირის (03.07.2022-10.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 154 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ აქედან 3 310 შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. ქვეყანაში 2 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა სამი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 63 659 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 8.10%.

წინა კვირის (27.06.2022-03.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 103 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.