ერთი დოლარის ღირებულებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, 68 რუბლს გადააჭარბა
ერთი დოლარის ღირებულებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, 68 რუბლს გადააჭარბა

მოსკოვის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულებამ პირველად, ბოლო ორი წლის განმავლობაში 68 რუბლს გადააჭარბა. მოსკოვის დროით,  10:15 საათის მდგომარეობით ერთი დოლარის ღირებულება 68,27 რუბლია.  ევროს კურსი 78,15 რუბლის ნიშნულზეა.

რუსეთის ეროვნული ვალუტის კურსმა ვარდნა რვა აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ რუბლის კურსის ვარდნა აშშ-ის პოტენციური სანქციებზე ბუნებრივი რეაქციაა.

„რუსეთის ბანკს აქვს საკმარისი ინსტრუმენტები იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ფინანსური სტაბილურობის საფრთხეები“, – აღნიშნეს რუსეთის ცენტრალურ ბანკში.

აშშ-ის ხელისუფლებამ სკრიპალების საქმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები 8 აგვისტოს დააანონსა. სანქციების პირველი პაკეტი 22 აგვისტოს უნდა ამოქმედდეს.