ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ვაშინგტონში სროლის შედეგად

14:45, 09.08.2020

ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა ვაშინგტონში სროლის შედეგად. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ინცინდენტი ადგილობრივი დროით ღამის 01:00 საათზე მოხდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ამ ეტაპზე, მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მსგავსი