ერთა ლიგის პლეი ოფი | სომხეთის ნაკრებმა არტურ სერობიანი დაიმატა #1TVSPORT
ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსთან საპასუხო მატჩამდე კომენტარი გააკეთა სომხეთის ნაკრებისა და ტირასპოლის „შერიფის“ გარემარბმა, არტურ სერობიანმა, რომელიც ერევანში პირველ თამაშზე არ იყო, მაგრამ თბილისის მატჩისთვის გამოიძახეს და გუნდთან ერთად ემზადება.
„პირველ მატჩში არყოფნას რაც შეეხება, მე მივიღე მწვრთნელის გადაწყვეტილება, რადგან ჩემთვის მთავარია, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო. განურჩევლად გარემოებისა, ვრჩები გუნდის ნაწილად და ყოველთვის მის გვერდით ვიქნები.
მარცხენა ფლანგზე თამაშის გამოცდილება უკვე მქონდა, მაგრამ შეტევაში მარჯვენა მხარეს უფრო კომფორტულად ვთამაშობ. თუ მწვრთნელი გადაწყვეტს, რომ მარცხნივ მათამაშოს, მზად ვარ, მისი დავალება შევასრულო.
რაც შეხება ნაკრებიდან რანოსის გაშვებას, არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან მწვრთნელმა უკვე ყველაფერი თქვა. ჩემთვის მთავარია, გუნდს დავეხმარო, არ აქვს მნიშვნელობა, თამაშს პირველი წუთიდან დავიწყებ, თუ სათადარიგოებში მოხვდები. ყველა შესაძლებლობას ვიყენებ, რომ ჩემი გუნდსთვის სასარგებლო ვიყო“.
საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას B დივიზიონში გაატარებს. ერევანში დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ საქართველოს ნაკრებს ამის უდიდესი შანსი გააჩნია.
პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში „ჯვაროსნები“ მეტოქეს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებენ. 18:00 საათიდან მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო FM 102.3.