ერთა ლიგის მატჩების წინ ინგლისის ნაკრებს ხუთი ფეხბურთელი გამოაკლდა #1TVSPORT

09:00, 22.09.2026

ინგლისის ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მატჩების წინ ტრავმის გამო ხუთი მოთამაშე გამოაკლდა. კერძოდ, ნაკრებს ვერ დაეხმარებიან კოულ პალმერი, დეკლან რაისი, მარკუს რაშფორდი, კობი მაინუ და ვალენტინო ლივრამენტო.

დანაკლისის შესავსებად, გუნდის მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა შეკრებაზე „ევერტონისა“ და “ნოტინგემ ფორესტის“ ნახევარმცველებს, ჯეიმს გარნერსა და მორგან გიბს-უაიტს უხმო.

რაც შეეხება მომავალ კალენდარს, სექტემბერ-ოქტომბერში ინგლისელებს უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში ოთხი დაპირისპირება ელით. ისინი 26 სექტემბერს ესპანეთს მიიღებენ, 29 სექტემბერსა და 6 ოქტომბერს ჩეხეთს დაუპირისპირდებიან, 3 ოქტომბერს კი ხორვატიაში ითამაშებენ.

მსგავსი