ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ყველა მონაწილე და განრიგი
ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ყველა მონაწილე და განრიგი

გაირკვა ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ბოლო მონაწილე – ეს არის ჰოლანდიის ნაკრები, რომელსაც გერმანიაში ფრეც ეყო თავის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად.

„ნარინჯისფერებთან“ ერთად, ერთა ლიგის ფინალურ ტურნირში პორტუგალია, ჰოლანდია და ინგლისი ითამაშებენ.

„ოთხთა ტურნირი“ პორტუგალიაში, 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება. შედგება ორი ნახევარფინალი, მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი. წილისყრა 3 დეკემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინშია დანიშნული.

ფინალური ტურნირი პორტუგალიის ორ ქალაქში – პორტუსა და გიმარაეშში გაიმართება.

ცნობილია, რომ გამარჯვებული მიიღებს 7.5 მილიონ ევროს, ფინალისტი – 6.5 მილიონს, მესამეადგილოსანი – 5.5 მილიონს, მეოთხეადგილოსანი – 4.5 მილიონს.

ფინალური ტურნირის განრიგი:

5 ივნისი – I ნახევარფინალი
6 ივნისი – I ნახევარფინალი
9 ივნისი – მე-3 ადგილისთვის მატჩი
9 ივნისი – ფინალი