ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მასპინძლობა იტალიას, ნიდერლანდებსა და პოლონეთს სურთ
ერთა ლიგის ფინალური ტურნირის მასპინძლობა იტალიას, ნიდერლანდებსა და პოლონეთს სურთ

ერთა ლიგის მეორე გათამაშების ფინალური ტურნირი 2021 წლის 6-10 ოქტომბერს გაიმართება.

როგორც უეფას პრესსამსახური იტყობინება, სამმა ქვეყანამ გამოთქვა დაინტერესება ამ მინი-ტურნირის მასპინძლობაზე – იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა.

ერთა ლიგის 2020-21 წლების სეზონი 3 სექტემბერს დაიწყო და გაიმართა ორი ტური.

შარშან, ერთა ლიგის პირველი გათამაშება პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო.