ერთა ლიგა | ტერი დევლინი – საქართველოს ნაკრებს კვარაცხელიას გარდა, სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავს #1TVSPORT
ტერი დევლინი საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. „პორტსმუთის“ გასულის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების უნივერსალი ამბობს, რომ „ჯვაროსნების“ სხვა ვარსკვლავებიც სახიფათოები არიან.
„ერთა ლიგის წინა გათამაშებაში C3 ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა. საქართველო, უნგრეთი და უკრაინა სერიოზული მეტოქეები არიან, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია.
თუ ფლანგზე დამაყენებენ, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან დაპირისპირება მომიწევს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, თუმცა ქართველებს სხვა კარგი მოთამაშეებიც ჰყავთ. არ შეიძლება მთელი ყურადღება მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე გადაიტანოთ.
ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ამ დონეზე (B ლიგაში) ევროპის წამყვან ნაკრებებს კონკურენცია გავუწიოთ. ჩრდილოეთ ირლანდია ახალგაზრდა და პოტენციალით სავსე გუნდია. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ და ბევრი ვიშრომოთ“.