ერთა ლიგა | საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოდან დაიწყება #1TVSPORT

12:20, 24.08.2026

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალ სეზონს საშინაო მატჩებით იწყებს – 25 სექტემბერს, „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო 28 სექტემბერს – უკრაინას. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 25 აგვისტოს, მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში, biletebi.ge-ზე 12:00 საათზე დაიწყება.

ბილეთის ფასი 20, 40, 70 და 100 ლარია – ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.

მსგავსი