ერთა ლიგა | საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრა #1TVSPORT
ერთა ლიგა | საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგში გაემგზავრა #1TVSPORT

ერთა ლიგის მეორე მატჩს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგში გამართავს. ჩვენი გუნდი შეხვედრას სტუმრად, ემილ მაირიშის სახელობის სტადიონზე 26 სექტემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ჩაატარებს.

ირის ანტამანის გუნდი ლუქსემბურგში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თეონა სუხაშვილი, ეკა თაბაგარი (ორივე – ლანჩხუთი), სვეტალნა გაბელაია (კოლხეთი, ხობი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, ნინო ჩხარტიშვილი, ნინო გუჯაბიძე (ყველა – ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, ეტლინგენი, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), სალომე გასვიანი (კვარტალი, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: მარიამ ჯანიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ნინო ბუხრიკიძე (ყველა – სამეგრელო, ჩხოროწყუ), ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), თინათინ ამბალია, ანა წულაია (ორივე – ლანჩხუთი), ანა ჩემინავა, თეონა ბაქრაძე (ორივე – ტრაბზონსპორი, თურქეთი), თეონა თოდაძე (კოლხეთი, ხობი), ხატია ჭყონია (ბათუმი).