ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე სომეხი გულშემატკივრები მსვლელობას გამართავენ #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩის დაწყებამდე სომეხი გულშემატკივრები თბილისში მსვლელობას გამართავენ – ინფორმაციას გულშემატკივართა დაჯგუფება FAF Ultras-ი ავრცელებს.
„23 მარტს, საქართველოს ნაკრებთან საპასუხო მატჩის დაწყებამდე სომხეთის ნაკრების გულშემატკივრები თბილისში მსვლელობას გამართავენ. შეკრება 15:00 საათზეა დაგეგმილი, მსვლელობა კი 16:00 საათზე მეტროსადგურ „წერეთლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და „დინამო არენასთან“ დასრულდება“, – იუწყება FAF Ultras-ი.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი მსვლელობა ერევანში საქართველოს ნაკრების ქომაგებმაც გამართეს.