ერთა ლიგა | საქართველო-უნგრეთის შეხვედრას სტუმართა ქომაგები ვერ დაესწრებიან #1TVSPORT

01:41, 20.10.2026

14 ნოემბერს ერთა ლიგაზე საქართველოსა და უნგრეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისში დაგეგმილ შეხვედრას სტუმართა გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან – ინფორმაციას უეფა-ს სადისციპლინო კომიტეტი აქვეყნებს.

უნგრელი ფანები 5 ოქტომბერს გამართული ერთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯეს.

უეფა-მ პირობითი სანქცია (რომელიც თავდაპირველად 2024 წლის ოქტომბერში დაწესდა) უნგრელი გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასისტული და დისკრიმინაციული ქცევის გამო აამოქმედა. სადისციპლინო კომიტეტის ცნობით, უნგრელი გულშემატკივრების მიერ ჩადენილი დარღვევები მოიცავდა რასისტულ და დისკრიმინაციულ ქმედებებს.

გარდა ამისა, უნგრელი ქომაგები დამნაშავედ ცნეს მოედანზე საგნების სროლაში, სტადიონის ინფრასტრუქტურის დაზიანებაში, ეროვნული ჰიმნების შესრულებისას არასპორტული ქცევის გამოვლენასა და პიროტექნიკის გამოყენებაში. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაცია დაახლოებით 78 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

მსგავსი