ერთა ლიგა | ბულგარეთისა და ლუქსემბურგის მატჩში ეროვნული ლიგის სამმა ფეხბურთელმა ითამაშა #1TVSPORT
ერთა ლიგის C დივიზონში (პირველი ჯგუფი) ბულგარეთმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
ეს შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო შემდეგი ფაქტის გამო აღმოჩნდა – ორი უცხო ქვეყნის ეროვნული ნაკრების განაცხადში ოთხი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც საქართველოს ეროვნული ლიგის გუნდებში თამაშობენ, სამი მათგანი კი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა.
ბულგარეთის ნაკრებში იყო ბათუმის „დინამოს“ მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი, ხოლო ლუქსემბურგელთა შორის მისი თანაგუნდელები, ცენტრალური და მარცხენა მცველები, ენეს მაჰმუტოვიჩი და დირკ კარლსონი, ასევე თბილისის „იბერიის“ უკანახაზელი ვაჰიდ სელიმოვიჩი.
ბათუმის „დინამოს“ სამივე ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, „იბერიის“ ცენტრალური მცველი ვაჰიდ სელიმოვიჩი კი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.