ერთა ლიგა 2026-27 | ვირჯილ ვან დეიკმა მე-100 მატჩი ჩაატარა, ნიდერლანდებმა სერბეთს მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

01:05, 05.10.2026

ეროვნულ გუნდში ვირჯილ ვან დეიკის მე-100 მატჩში ნიდერლანდებმა შინ გატეხა სერბეთის წინააღმდეგობა. სწორედ „ლივერპულის“ მცველმა შეუშალა ხელი სერბების მეკარეს ტეუნ კომპაინერსის ჯარიმისას, რითაც მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, თუმცა სერბეთმა ოთხ წუთში „ანდერლეხტის“ 19 წლის ფორვარდის მიხაილო ცვეტკოვიჩის გოლით გაათანაბრეს.

გამარჯვების გოლი 71-ე წუთზე ჯოშუა ზირკზემ გაიტანა, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე – მან თითქმის კარის ხაზიდან დაარტყა ლამაზი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ.

ნიდერლანდები ამ მოგებით გაუთანაბრდა ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს, სერბეთმა კი უქულოდ დაასრულა სანაკრებო პაუზა და თითქმის გავარდნილია B ლიგაში.

 

ნიდერლანდები-სერბეთი          2:1

გოლები: 1:0 კოოპმეინერსი (31), 1:1 ცვეტკოვიჩი (35. ტერზიჩის პასით), 2:1 ზირკზეე (72. ვან ბომელის პასით)

ნიდერლანდები (4-2-3-1): ვერბრიუგენი – დუმფრისი, ვან დეიკი, კოოპმეინერსი, ვან დე ვენი – გრავენბერხი (59. ზეკილი), ვეერმანი (58. ჰატო) – სამერვილი, რეინდერსი (82. კ. ტიმბერი), ლანგი (58. ვან ბომელი) – მეერდინკი (46. ზირკზეე).

მსგავსი