ერთა ლიგა 2026-27 | საფრანგეთმა ისევ 1:0 მოიგო, იტალიამ თურქეთში ოთხი გოლი გაიტანა [ვიდეო]

01:41, 29.09.2026

ზინედინ ზიდანის ხელმძღვნელობით საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო მინიმალური სხვაობით – 1:0. სტუმრად თურქეთის დამარცხების შემდეგ, ფრანგებმა ასევე გასვლაზე ბელგიას მოუგეს.

ამჯერად ფრანგები ტრავმირებული კილიან მბაპეს გარეშე თამაშობდნენ. ზიდანმა სასტარტოში რამდენიმე დებიუტანტი დააყენა, მაგრამ თამაშის ბედი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს. 77-ე წუთზე თამაშში ჩაერთვნენ მაიკლ ოლისე და რაიან შერკი და სწორედ მათ შექმნეს ერთადერთი გოლი 88-ე წუთზე.

პარალელურ მატჩში იტალიამ სტუმრად ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა თურქეთი – 4:1 და გამოიკეთა ხასიათი პირველ ტურში ბელგიასთან მარცხის შემდეგ.

რობერტო მანჩინის გუნდი უკვე 27-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა და მეორე ტაიმში მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.

 

A1 ჯგუფი

ბელგია-საფრანგეთი      0:1

გოლი: 0:1 ოლისე (88. შერკის პასით)

საფრანგეთი (4-3-3): მენიანი – კალულუ, ჟაკე, ლაკრუა, დიუფი – აკლიუში (77. შერკი), და კუნია (90. კონე), კამავინგა – დუე, ლეპოლი (68. დემბელე), ბარკოლა (77. ოლისე).

 

თურქეთი-იტალია           1:4

გოლები: 0:1 ბასტონი (9), 0:2 ფრატეზი (22), 0:3 კაიოდე (27. ესპოზიტოს პასით), 1:3 ილმაზი (47), 1:4 ესპოზიტო (50. აიდინის პასით)

იტალია (4-3-3): დონარუმა – კაიოდე, სკალვინი, ბასტონი, რუჯერი –  ფრატეზი (82. დი ლორენცო), ტონალი, ფაჯოლი (76. რომანო) – რასპადორი (46. კამბიაგი), ფ. ესპოზიტო (75. სკამაკა), ს. ესპოზიტო (63. დუმბია).

თ მ ფ წ ბ ქ
1. საფრანგეთი 2 2 0 0 2:0 6
2. იტალია 2 1 0 1 4:3 3
3. ბელგია 2 1 0 1 2:1 3
4. თურქეთი 2 0 0 2 1:5 0

მსგავსი