ერთა ლიგა 2026-27 | საფრანგეთმა ბელგიას 13 წუთში ოთხი გოლი გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებმა ბელგიაზე დიდი ანგარიშით (4:1) მოგებით დაასრულა სანაკრებო ფანჯარა, მიუხედავად იმისა, რომ 77-ე წუთისთვის აგებდა. 35-ე წუთზე მასპინძლებს გამოეპარათ დოდი ლუკებაკიოს ერთი-ერთზე გასვლა.
ფრანგებმა თამაშში გარდატეხა მას შემდეგ შეიტანეს, რაც შეცვლაზე შევიდნენ მაიკლ ოლისე, დეზირე დუე და რაიან შერკი. 72-ე წუთზე დუემ გაათანაბრა, ოთხ წუთში შერკიმ გაიტანა ოლისეს პასით, ბოლოს კი ოლისემ ორჯერ გამოიყენა დუეს გადაცემები. საფრანგეთმა მეორე ტაიმში დაჩაგრა მეტოქე დარტყმების რაოდენობით – 13:1.
ოლისემ ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ოთხ მატჩში 4+2 დააგროვა, სულ კი 2026 წელს ნაკრებში 17 შედეგიანი მოქმედება აქვს.