ერთა ლიგა 2026-27 | პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ზედიზედ მესამედ მოიგო და პლეი ოფში თამაში გაინაღდა [ვიდეო] #1TVSPORT

01:17, 05.10.2026

პორტუგალიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელიც ერთა ლიგის პლეი ოფში მოხვდა. ჟორჟე ჟესუსის გუნდმა 2:1 დაამარცხა ნორვეგია და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტაიმში გინდებმა ულამაზესი გოლები გაცვალეს: 36-ე წუთზე კრისტოფერ აიერმა მოუგო დუელი ბრუნო ფერნანდეშს და შორეულ კუთხეში ფანტასტიკური დარტყმა შეასრულა. ორი წუთის შემდეგ, ნორვეგიელს არ ჩამორჩა ჟოაო კანსელო.

მეორე ტაიმში ჯერ ნორვეგიას შეეძლო წინ გასვლა, მაგრამ ერლინგ ჰალანდმა ვერ გაიტანა ახლო კუთხიდან, სამაგიეროდ, 79-ე თავისი მომენტი გამოიყენა გონსალო რამუშმა. 13 მატჩში პორტუგალიამ მეათედ დაამარცხა ნორვეგია.

 

პორტუგალია-ნორვეგია              2:1

გოლები: 0:1 აიერი (36. ოდეგორის პასით), 1:1 კანსელო (38. ნუნუ მენდეშის პასით), 2:1 რამუში (79. ჟოაო ფელიქსის პასით)

პორტუგალია (4-1-3-2): დიოგო კოშტა – კანსელო (63. დალოტი), რუბენ დიაში, ვეიგა, ნუნუ მენდეში – პალინია (63. ნევეში) – კონსეისაო, ვიტინია (86. ბერნარდო სილვა), ბრუნო ფერნანდეში (90+2. ტრინკაო) – რამუში, ჟოაო ფელიქსი (90+2. ტავარეში)

გაძევება: კონსეისაო (86. პორტუგალია)

მსგავსი