ერთა ლიგა 2026-27 | პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ზედიზედ მეორედ მოიგო #1TVSPORT
პორტუგალიის ნაკრებმა ჟორჟე ჟესუსის ხელმძღვანელობით ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, კრიშტიანო რონალდოს გარეშე – მეორე. პირველ ტაიმში გონსალო რამუშმა ჯერ ჟოაო კანსელოს გაატანინა, შემდეგ კი თავად შეაგდო, მაგრამ დანიამ ორივე გოლს უპასუხა მიკელ დამსგორისა და რასმუს ჰოილუნდის წყალობით.
თუმცა, პორტუგალიელებმა მაინც მიიყვანეს მატჩი მოგებამდე. ბრუნო ფერნანდეშის მეორე საგოლე გადაცემით ვიტინიამ გაიტანა, წერტილი კი შეცვლაზე შესულმა ჟოაო ფელიქსმა დასვა.
აღსანიშნავია, რომ ვიტინიამ პირველად გაიტანა პორტუგალიის ნაკრებში. ამისთვის მას 46 მატჩი დასჭირდა.
დანია-პორტუგალია 2:4
გოლები: 0:1 ჟოაო კანსელო (13. გონსალო რამუშის პასით), 1:1 დამსგორი (23. მელეს პასით), 1:2 გონსალო რამუში (25. ბრუნო ფერნანდეშის პასით), 2:2 ჰოილუნდი (53. დამსგორის პასით), 2:3 ვიტინია (67. ბრუნო ფერნანდეშის პასით), 2:4 ჟოაო ფელიქსი (87. დალოტის პასით)
პორტუგალია (4-2-3-1): დიოგო კოშტა – ჟოაო კანსელო (63. დალოტი), რუბენ დიაში, რენატო ვეიგა, ნუნუ მენდეში – რუბენ ნევეში, ვიტინია – პედრო ნეტუ (82. ჟოაო ფელიქსი), ბრუნი ფერნანდეში (90+2. არაუჟო), რაფაელ ლეაო (63. ტრინკაო) – გონსალო რამუში (82. ჟოაო ნევეში).