ერთა ლიგა 2026-27 | ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ქულა გადაარჩინა #1TVSPORT

07:30, 02.10.2026

ნიდერლანდებმა სტუმრად შეწყვიტა საბერძნეთის ნაკრების მოგებების სერია, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდა.

ჩავის გუნდი მეორე ტაიმში ვირჯივ ვან დაიკმა და ტიჯანი რეინდერსმა გადაარჩინეს. სხვათა შორის, მეორე ნახევარში მსაჯმა დენზელ დუმფრიზს ორი გოლი არ ჩაუთვალა თამაშგარეს გამო.

საბერძნეთი-ნიდერლანდები   2:2

გოლები: 1:0 იოანიდისი (23. მასურასის პასით), 2:0 მასურასი (45+2. იოანიდისის პასით), 2:1 ვან დაიკი (59. ვეერმანის პასით), 2:2 რეინდერსი (89)

ნიდერლანდები (4-2-3-1): ვერბრიუგენი – დუმფრიზი, ი. ტიმბერი (78. ზეკიელი), ვან დაიკი, ვან დე ვენი – ვეერმანი, კ. ტიმბერი (46. გრავენბერხი) – სამერვილი, ტილი (46. რეინდერსი), ვან ბომელი (46. ლანგი) – მეერდინკი (70. ზირკზე).

მსგავსი